ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა საფრანგეთის ელჩს, ფრანგული სამხედრო ხომალდის “PREMIER MAITRE L’HER”-ის კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებასა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საფრანგეთის დელეგაციის ვიზიტისას აქცენტი გაკეთდა საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გამოცდილების გაზიარების მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებაზე. გიორგი ერმაკოვმა სტუმრებს ბათუმი გააცნო და საჩუქრები გადასცა.
საფრანგეთის ელჩი და სამხედრო გემის კაპიტანი ბათუმის მერს შეხვდა
17/10/2016