პრემიერი სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიას დაესწრო

14/10/2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას სვეტიცხოვლობის დღესასწაულს ულოცავს, – გიორგი კვირიკაშვილი სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. უწმინდესმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სვეტიცხოვლობის დღესასწაული და არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება მიულოცა. “დღევანდელ დღესასწაულზე, ამ წირვა-ლოცვაზე ბრძანდებოდა პრემიერ-მინისტრი საქართველოსი და მინისტრები. ჩვენ ვულოცავთ პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ამ დიდ დღესასწაულს. მე მინდა, მივულოცო მშვიდობით ჩატარებული არჩევნები. ეს არის თქვენი დიდ დამსახურება, ბატონო გიორგი“, – მიმართა პატრიარქმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და იგი ამბიონზე მიიწვია. პრემიერ-მინისტრმა უწმინდესს და მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა. „თქვენო უწმინდესობავ, პატივცემულო მოქალაქეებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. გისურვებთ მშვიდობას, უკეთეს ხვალინდელ დღეს, უფლის წყალობას, ერთმანეთის სიყვარულს. მრავალს დაესწარით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0