ბოლნისში ქართულ-გერმანული კულტურის საღამო გაიმართება

13/10/2016

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინიატრაცია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საქართველოს საგუნდო საზოგადოება 2016 წლის 16 ოქტომბერს ქ. ბოლნისის კულტურის სახლში წარმოგიდგენთ ქართულ-გერმანული კულტურის საღამოს.
მონაწილეობენ: ქალთა ანსამბლი გერმანიიდან (ქ.ბერლინი) ,,SING FRAUEN” ქალთა ანსამბლი შვეიცარიიდან (ქ. ვინთერტურიდან) ,,SING FRAUEN” კვინტეტი ,,გონჯა“ – ხელმძღვანელი ფრანცისკა ველთი ქ. რუსთავის ანსამბლი ,,თუთარჩელა“ – (ხელმძღვანელი თამარ ბუაძე).
17:00 საათი – სტუმრების მიღების საზეიმო ცერემონია (ქ. ბოლნისის კ/სახლი).
17:30 საათი – ბოლნისში გერმანელების ცხოვრების (1818-1924 – 1943წ.წ) ამსახველი ფოტო და საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენის გახსნა.
18:00 საათი – სტუმრების მონაწილეობით ქართულ-გერმანული კულტურის საღამო (ქ. ბოლნისის კ/სახლის სცენა)

Tweet about this on TwitterShare on Facebook0