ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში 29 კმ-იანი ფურტიო-ბუთურაული-ნენიის წყალსადენის მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს. ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში ანხორციელებს. პროექტი სამ წლიანია და მისი ღირებულებაა 4 მლნ. 916. 999 ლარი. მაგისტრალის მოყვანა ზღვის დონიდან 1260 მეტრის სიმაღლიდან, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთიდან ხორციელდება და დასრულებული პროექტით შუახევის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის ფურტიოს, ბუთურაულის, ნენიის ( 30% ) მოსახლება ისარგებლებს. პროექტით განხორციელდება წყლის სათავე ნაგებობის მშენებლობა რაქვთაში, სასმელი წყლის გამანაწილებელი აუზის მშენებლობა ნენიში, ფურტიოში, ბუთურაულში. 2016 წელს მაგისტრალის მშენებლობაზე 2 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით 2017 წლის დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. ამ ეტაპზე 4 კმ-ზე (ნენია-ბუთურაული-ფურტიოს მიმართულებით) ჩაწყობილია 150 მმ დიამეტრის ლითონის მილები.ამ დროისათვის მიწის გრუნტის დამუშავება და ლითონის მილების ჩაწყობა-შედუღებითი სამუშაოები მიმდინარეობს სხალთის მიმართულებით. წყალსადენზე მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე, გამგებლის პირველ მოადგილე ავთანდილ დიასამიძესთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროს მურად მიქელაძესთან ერთად გაეცნო.
წყალსადენით შუახევის მოსახლეობის 30% ისარგებლებს
12/10/2016