ნოდარ ხადურმა და ბიულენთ თუფქენჯიმ ღირშესანიშნაობები დაათვალიერეს

05/10/2016

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, თურქ კოლეგასთან, ბიულენთ თუფენქჯისთან, მის ოჯახთან და თურქეთის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, საქართველოს ეროვნული მუზეუმი მოინახულა. სტუმრებმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები – პრეისტორიული, ანტიკური და ქრისტიანული ხანის სამუზეუმო ექსპონატები დაათვალიერეს, რომლებიც მათ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ გააცნო.
მუზეუმში ვიზიტის შემდგომ, სტუმრები ძველი თბილისის უბნებს, აბანოთუბანსა და ლეღვთახევს ესტუმრნენ, სადაც თბილისის მოქმედი მეჩეთი მოინახულეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0