სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში ევრო სატანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 75 ბავშვზე გათვლილი და რეგინში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 340 000 ლარით დაფინანსდა. ამ დრომდე სოფელში ბაღი არასტანდარტულ, კერძო სახლში ფუნქციონირებდა. სადაც სასწავლო პროცესისთვის შეუფერებელი პირობები იყო.
დღეს, 4 ოქტომბერს ახალი საბავშვო ბაღი კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა გელაშვილმა, სიღნაღის გამგებელმა დავით ჯანიკაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა საზეიმოდ გახსნეს.
ბაღის გახსნას ასევე, ესწრებოდა ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი. მან დალოცა ბაღის თანამშრომლები, აღსაზრდეები და მათი მშობლები. სოფელს კი სიმრავლე და წინსვლა უსურვა.
სოფელ ჯუგაანში ახალი საბავშო ბაღი გაიხსნა
04/10/2016