დღეს მთელი დღის განმავლობაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. გუშინდელმა წვიმამ პრობლემები შექმნა სოფელ სარფში კალენდერეს დასახლებაში სადაც გზასთან ერთად დაზიანდა გაზის მილიც. შემთხვევის ადგილზე დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი მოადგილეებთან და გეოლოგებთან ერთად იმყოფებოდა. ნადიმ ვარშანიძის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზიანებულ კერებზე სამუშაოები დილიდან დაიწყო და იმ მიმართულებებით, სადაც განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო, გზები უკვე გაწმენდილია, დანარჩენი ლოკაციები კი დღის ბოლომდე მოწესრიგდება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
30/09/2016