დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი შპს „კავკასიის“ სამთო ჯგუფი“-ს, მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების – ქვეშის, ძველი ქვეშის და ძეძვნარიანის მოსახლეობას შორის. მემორანდუმს ხელი მუნიციპალიტეტის მხრიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ვალენტინა ნავერიანმა მოაწერა..
კომპანია ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს, ისინი გულისხმიერებით მოეპყრობიან ერთმანეთს, იხელმძღვანელებენ სამართლიანობისა და ობიექტურობის პრინციპებით, შეასრულებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს და ნებისმიერი სახის საკითხსა თუ პრობლემებს ურთიერთმისაღები გზით გადაჭრიან.
კომპანია ახალი მემორანდუმის ფარგლებში მიწისქვეშა დამუშავების მეთოდით, მალე დაიწყებს სამთო პროექტს ბექთაკარისა და სენების ტერიტორიაზე, სადაც იმუშავებენ მოწვეული სპეციალისტები, რომლებიც გადაამზადებენ ადგილობრივ მოსახლეობას სამომავლო სამუშაოებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშოებზე დასაქმებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის 70% რაც ხელს შეუწყობს მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას.
ხელის მოწერამდე კომპანია ,,კავკასიის სამთო ჯგუფის”-ს წარმომადგენლებს მოსახლეობამ კითხვებით მიმართა და სთხოვა სოფელ ბერთაკარისა და სენების სასმელი წყლის საკიტხის გადაჭრა. კომპანიის ხელმძღვანელობამ მოსახლეობას აღუთქვა, რომ სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
30 სექტემბერს გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი 2041 წლამდე გაგრძელდება და დაცული იქნება კომპანიის მიერ აღებული ყველა ვალდებულება.
,,დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.ეს არის მუნიციპალიტეტსა და ,,კავკასიის სამთო ჯგუფს“ შორის გაფორმებული. არცთუ ისე შორეულ წარსულში ასეთი სახის საწარმოები იხსნებოდა ისე , რომ მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის ინტერესები აბსოლუტურად იყო იგნორირებული და ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წინგადადგმული ნაბიჯი იმ კუთხით, რომ ადგილობრივი ხელისუფლება საქმის კურსში იქნება რა სახის სამუშაოები უნდა ჩატარდეს მის ტერიტორიაზე. ასევე მნიშვნელოვანია ის , რომ კომპანია გვთავაზობს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას.გარდა იმისა, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში გვექნება შემოსავალი, რომელიც მოქვცემს მეტი პროექტების განხორციელებას საშუალებას , გარკვეული სპეციალობების მქონე პირებს, რომლებიც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობენ მიეცემათ დასაქმების შესაძლებლობა“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ვალენტინა ნავერიანმა.
ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წინგადადგმული ნაბიჯი
30/09/2016