სოფელ მეორე სვირში მცხოვრებ მაღლაკელიძეების მრავალსულიან ოჯახს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახალ საცხოვრებელ სახლს აუშენებს. გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის „უსახლკარო პირთა შემსწავლელმა კომისიამ“ მიიღო. სახლის აგება მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. საცხოვრებელი ფართის მშენებლობისთვის ობიექტზე ფუნდამენტის გაჭრის პროცესი მიმდინარეობს. გამგებლის მოადგილეები ვახტანგ ღამბაშიძე და ნიკოლოზ კრავეიშვილი დღეს მეორე სვირში მშენებლობის ადგილზე იმყოფებიდნენ. მათი თქმით ახალი სახლის აგება მაღლაკელიძეების ოჯახს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ ოჯახის მცირეწლოვანმა ბავშვებმა ნორმალურ პირობებში შეძლონ ცხოვრება. აღნიშნული პროექტი მუნიციპალიტეტში პირველად არ ხორციელდება გასულ წელს უსახლკარო ადამიანების საცხოვრისით უზრუნველყოფის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამა განხორციელდა. 2015წელს მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით 34 ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფა მოხდა. აქედან 5 ოჯახს გამგეობამ საცხოვრებელი სახლი, ხოლო დანარჩენებს სამშენებლო მასალები შეუძინა.
მაღლაკელიძეების ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი ექნება
28/09/2016