სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში 2016 წელს საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

28/09/2016

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) და „ფონდმა ღია საზოგადოება საქართველომ“ სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში 2016 წელს საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს. ღონისძიებაზე ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები დასახელდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, 2016 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, სპეციალური ჯილდო გადაეცა და ერთ-ერთ ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა.
ჯილდო გადაეცა, ასევე, სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სამინისტროს სსიპ-ს „ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრს“. IDFI-ს სიგელი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის გდაეცა ყველა იმ უწყებას, რომლებმაც პროექტის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენეს. დასახელდა ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებებიც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0