ძიმითში გაზიფიცირების წინასაპროექტო სამუშაოები დაიწყო

27/09/2016

დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ენერგეტიკის სამინისტროს შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ წარმომადგენლებმა გაზიფიცირების წინასაპროექტო სამუშაოები დაიწყეს. სამუშაოების პირველი ეტაპი მოიცავს სოფლის გაზმომარაგების კვების მოძიებას, სოფლის საზღვრებისა და იმ პრიორიტეტების დადგენას, რომელიც ეკონომიური იქნება გამანაწილებელი ქსელის დეტალური პროექტისათვის. პროექტი მოიცავს გამანაწილებელი ქსელის პროექტორებს და ბუნებრივი გაზის მიყვანას ყველა მოსახლემდე, ასევე, სოფლის ქუჩებზე გეოლოგიური და გეოდეზიური საკვლევაძიებო სამუშაოების ჩატარებას, გაზსადენის დიამეტრის კვეთის გაანგარიშებას ჰიდრავლიკური ანგარიშის საფუძველზე და საინჟინრო მუშა ნახაზების მომზადებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0