გუბერნატორმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

27/09/2016

“27 სექტემბერი საქართველოს ისტორიაში არის ერთ-ერთი უმძიმესი თარიღი; ჩვენ დღეს ვიხსენებთ აფხაზეთის ომში დაღუპულ ყველა იმ გმირს, ვინც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას შეეეწირა. ვფიქრობ, მარადიული უნდა იყოს მათი ხსოვნა. ვიმედოვნებ, ეს იქნება ბოლო ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში. აღდგება ნდობა და გაერთიანდება საქართველო“,- ეს განცხადება გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან გააკეთა. მან მოადგილესთან გია ებრალიძესთან ერთად მემორიალი გვირგვინებით შეამკო და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0