მეორე სვირის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას სოფელ სვირის მკვიდრმა კობა წაქაძემ საჩუქრად სათამაშოები მიუტანა. საჩუქრები მან ბავშვებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა. კობა წაქაძე ოლიმპიური თამაშების მონაწილე და მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია. ის ასევე „ზესტაფონის საპატიო მოქალაქეა“. საჩუქრების გადაცემის შემდეგ კობა წაქაძემ სტუმრებთან ერთად ახლადაშენებული ბაღის კორპუსი დაათვალიერა. მეორე სვირის ბაღი ერთ – ერთია იმ დაწესებულებებს შორის, რომლის მშენებლობა გასულ წელს დასრულდა.
მეორე სვირის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა საჩუქრები მიიღეს
26/09/2016