არჩევნებზე პოლიციის ყოფნა არ ნიშნავს რაიმე ტიპის შიშს

26/09/2016

არჩევნებზე პოლიციის ყოფნა არ ნიშნავს რაიმე ტიპის შიშს, ძალადობას, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ჟვანიამ ყურადღება საარჩევნო ადმინისტრაციასა და შსს-ს შორის გაფორმებულ მემორანდუმზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ მემორანდუმის მიზნებში ზუსტადაა აღწერილი, რომ შსს-ს და ცესკოს საქმიანობაც არჩევნების უსაფრთხოებაზე უნდა იყოს მიმართული.

„ამ მემორანდუმში ზუსტადაა აღწერილი, რომ შს სამინისტროს და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა ამ კუთხით უნდა იყოს მიმართული არჩევნების უსაფრთხოებაზე, დაცულ გარემოზე, სიმშვიდეზე და თავისუფალ გარემოზე. მიმაჩნია, რომ პოლიციის ყოფნა არჩევნებზე სულაც არ ნიშნავს რაიმე ტიპის შიშს, ძალადობას. ეს ნიშნავს დაცულობას, უსაფრთხოებას და ეს საერთაშორისო სტანდარტია, რაზეც ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, როგორც ჩვენ, ასევე შს სამინისტრომაც“, – განაცხადა ჟვანიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0