გაფიქრებაც შეუძლებელია იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“, შესაძლოა, არჩევნები გააყალბოს

26/09/2016

სად ჩამომსვლელია ეგ საცოდავი, დაკეტილი სივრცის ლიფტში ეშინია, რომ არ გაიჭედოს, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა. ქვემო ქართლში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლი იქნება ვერდიქტი.

„ჯერ „რუსთავი 2“ რამდენად შეიძლება იყოს სიმართლის ეტალონი? – სიცრუის ეტალონად კი გამოდგებოდა ნამდვილად. მაგისგან ნახსენები წარღვნა ნუ დაძაბავს მოსახლეობას. მე მგონი, საკუთარი გუნდის შემაგრებას აგრძელებს, რომ არ ჩამოეშალოს ბოლომდე, რომ ჩამოვალ და რაღაც საოცრებებს მოვახდენო. სად ჩამომსვლელია ეს საცოდავი, დაკეტილი სივრცის ლიფტში ეშინია არ გაიჭედოს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, გაფიქრებაც შეუძლებელია იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“, შესაძლოა, არჩევნები გააყალბოს და ეს „ნაციონალებმაც“ კარგად იციან. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისგან“ მოსალოდნელია პატარა პროვოკაციები, რადგან „დიდის თავი არა აქვთ“. ამასთან, ივანიშვილმა ამომრჩევლებს მოუწოდა, თუ მსგავსი ექსცესები იქნება, ტელეფონით გადაიღონ და დააფიქსირონ.

„მაგრამ ისიც კარგად იციან, რომ არავითარი შანსი არა აქვთ და ცდილობს, როგორმე გუნდი მოიყვანოს და მერე წარღვნას დავაფუძნებო მე და გადავატრიალებთ, ავატრიალებთო. არაფრის თავი არა აქვთ მაგ საცოდავებს, ზის იქ, ნაცვლად იმისა, რომ ჩამოვიდეს, საკუთარ სახელმწიფოს ელემენტარული პატივი სცეს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0