კარგია, რომ ქართულ პოლიტიკაში ასეთი სათადარიგო მოთამაშეები გაჩნდნენ

26/09/2016

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში „კარგი სათადარიგო ვარიანტია“. ამის შესახებ ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე, შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა და ისიც აღნიშნა, რომ ღარიბაშვილს აქვს მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკაში დაბრუნდეს.

”პოლიტიკური მზაობა აქვს. კარგ ფორმაშია. მეოთხე შვილი შეეძინა – გოგონა. კარგია, რომ ქართულ პოლიტიკაში ასეთი სათადარიგო მოთამაშეები გაჩნდნენ. მე უკვე 60-ს გადავაჭარბე, სათადარიგო მოთამაშედ ვერც ჩავითვლები და არც სურვილი მაქვს, მაგრამ ირაკლი არის კარგი ვარიანტი. ძველი პოლიტიკოსები მაინცდამაინც სანდოობით ვერ გამოირჩევიან, თუმცა ამ მხრივ ირაკლი არის უნიკალური მოვლენა. მას უყვარს თავის სამშობლო, თავისი ქვეყანა და აქვს განცდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ის დაბრუნდება”, – განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, მისი ინფორმაციით, რას საქმიანობს ირაკლი ღარიბაშვილი ამჟამად, ყოფილი პრემიერის თქმით, ამ დროისთვის ღარიბაშვილი დედოფლისწყაროშია და „ბიზნესის რომელიმე დარგის შერჩევის პროცესშია“.

„თუმცა შერჩევა გაუხანგრძლივდა“, – დასძინა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0