“ ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებში იგეგმება დესტაბილიზაცია

26/09/2016

თავისუფალი ზონის წევრთა დღევანდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამ პერიოდის განმავლობაში – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„რეალურად,“ ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებში იგეგმება დესტაბილიზაცია, კონკრეტული გეგმა დგება ამასთან დაკავშირებით, კონკრეტული დაჯგუფებები, ე.წ. დამატებითი ორგანიზაციები იქმნება ამ გეგმის განსახორციელებლად. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი ამ დროის განმავლობაში“,-აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, ძალიან კარგია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ემიჯნებიან დანაშაულებრივ გეგმას.

„ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც ვამბობდით, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის განხეთქილება, არის მოტივაციის ნაკლებობა. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ დანაშაულებრივ გეგმებთან, რომელსაც აწყობენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ოდესიდან“,-განაცხადა კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0