საქართველოს მთავარი პროკურორი ალექსანდრე კელჩევსკის შეხვდა

24/09/2016

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ალექსანდრე კელჩევსკის შეხვდა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი დაინტერესდა წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევებთან დაკავშირებით არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების მიმდინარეობაზე, რაზეც მთავარმა პროკურორმა სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0