თბილისის მერი კიკეთის მოსახლეობას შეხვდა

24/09/2016

თბილისის მერი დავით ნარმანია მთაწმინდის რაიონის გამგებელ გელა არჩვაძესთან და კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან ერთად, კიკეთში, დიდების დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს დასახლების სრულ წყალმომარაგებაზე. ამ დროისთვის ქუჩის მცხოვრებთა მხოლოდ ნაწილს მიეწოდება წყალი. ოჯახებს, რომლებსაც წყალი მიეწოდება, დაზიანებული წყლის მილები შეეცვალა, ასეთი 80 ოჯახია. წლის ბოლომდე წყალი სრულად დარჩენილ 25 ოჯახსაც მიეწოდება.
დავით ნარმანიას თქმით, შეხვედრაზე მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხებიც განიხილეს.
„აქ გაკეთდა წყლის სისტემა GWP-სთან ერთად, ასევე, გაკეთდა და მოწესრიგდა გზა. მოსახლეობასთან ვისაუბრეთ მათთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე, როგორიცაა მუნიციპალური ტრანსპორტის ინტერვალის შემცირება, სიჩქარის შემზღუდავი ნიშნების დაყენება და სხვა. იმ საკითხებს, რომლებიც ჩვენს კომპეტენციაშია, ეტაპობრივად, აუცილებლად მოვუგვარებთ მათ”- განაცხადა დავით ნარმანიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0