ბორჯომის “სოფლის პროგრამების განხორციელება დაიწყო

23/09/2016

ბორჯომში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” პროექტების განხორციელება მიმდინარეობს. სოფლებში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად წელს 477 322 ლარი გაიხარჯება. აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტის 30 სოფელსა და 3 დაბას მოხმარდება.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, უკვე დაწყებულია დაბა ბაკურიანში და სოფელ ანდეზიტში რიტუალების სახლის რეაბილიტაცია, სოფლებში დგვარში, დვირში და ჭობისხევში კი სანიაღვრე ქსელის მოწესრიგება მიმდინარეობს, გზებს რეაბილიტაცია უტარდება კორტანეთში, ცემში, ლიბანში, ტაძრისში და დგვარში. გარე განათების სამუშაოები დაიწყო დაბა ბაკურიანში, სოფლებში ტაძრისში, ციხიჯვარში და ცემში, დაბა წაღვერში ასევე სოფლებში ტბაზე და ჩითახევში არკების, ტერასული კედლებისა და სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.
გამგებლის თქმით, რიგ ობიექტებზე სამუშაოების დასაწყებად ხელშეკრულებების მომზადება მიმდინარეობს, ნაწილზე კი ტენდერია გამოცხადებული და სარეაბილიტაციო პროცესი გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ დაიწყება.
უნდა აღინიშნოს, რომ სოფლებში პრიორიტეტების გამოვლენა წლის დასაწყისში სწორედ პროგრამის ფარგლებში ადგილობრივების შერჩევით მოხდა.
მოსახლეობის უმეტესობამ გზების მოწესრიგება, რიტუალების სახლის დასრულება, სკვერების და სახნავ-სათესი მიწების შემოღობვა, განათების სისტემის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხებისა და სასმელი წყლის სისტემის მოწყობა დაასახელა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0