სპორტის სასახლე რესპუბლიკურ ტურნირს მასპინძლობს ფარიკაობაში

23/09/2016

სპორტის სასახლეში სიმონ საყვარელიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი მიმდინარეობს ფარიკაობაში. ჩემპიონატი ტრადიციულია და მას უკვე მესამედ მასპინძლობს ზესტაფონი. რესპუბლიკურ სპორტულ ღონისძიებაში 2000 – 2003 და 2004 – 2007 წლებში დაბადებული მოზარდები იღებენ მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. ტურნირის პირველი დღე ხმლით მოასპარეზეთა ორთაბრძოლებს დაეთმო. ფარიკაობის ტურნირი სამი დღე გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0