მიხეილ ჯანელიძე ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

23/09/2016

აეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანთან, აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანისთან.
მიხეილ ჯანელიძემ გენერალურ მდივანს გააცნო საქართველოს ხელისუფლების როგორც ინსტიტუციური რეფორმები, ასევე ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. აღინიშნა საქართველოს სატრანზიტო დანიშნულება და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის გეგმები, ჩაიდოს დამატებითი ინვესტიციები მულტიმოდალური სატრანსპორტო კორიდორის შემდგომი განვითარების საქმეში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0