2016 წელს ზესტაფონში ორი სრულიად ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გაიხსნება. ახალი ბაღების მშენებლობა ქვედა საქარასა და სოფელ ცხრაწყაროში დასრულებულია. ახალ კორპუსებში ამჟამად კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ქვედა საქარის საბავშვო ბაღი 75 აღსაზრდელს მიიღებს და სამ ჯგუფზე იქნება გათვლილი. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „გილმარი – 2 „ აწარმოებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 373,956 ათასი ლარს შეადგენს. ქვედა საქარის N 33 საბავშვო ბაღი წლების განმავლობაში არასტანდარტულ შენობაში ფუნქციონირებდა და შეუფერებელი იყო სასწავლო პროცესისთვის. თვითმმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება სოფელში ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აეშენებინა. საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოები გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა.
ახალი საბავშვო ბაღი ქვედა საქარაში ოქტომბერში გაიხსნება
20/09/2016