ონის მუნიციპალიტეტს 20 სექტემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ესტუმრა, მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად სპორტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას გაეცნო და ასევე ონში არსებული ა(ა)იპ ონის სასპორტო სკოლის მწვრთნელებს და სპორტსმენებს გაესაუბრა არსებული პრობლემების შესახებ. ბატონმა მინისტრმა ჭიდაობის დარბაზში მოვარჯიშე სპორცმენებს გადასცა ფორმები და წარმატებები უსურვა, ასევე ონის სლავა მეტრევლის სახელობის ფეხბურთის სტადიონზე შეკრებილ ფეხბურთელებს და კალათბურთელებს გადასცა მათთვის საჭირო ინვენტარი, ფორმები და ბურთები.
ტარიელ ხეჩიკაშვილი გამგებელთან ერთად სპორტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას გაეცნო
20/09/2016