ნინო ბერძულმა ელექტრონული ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

20/09/2016

შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ნინო ბერძულმა ბალტიისპირა ქვეყნებიდან კერძო ბიზნესის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ჯანდაცვის ელექტრონული სისტემები და ამჟამად მიმდინარე პროგრამები, ასევე იმსჯელეს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს იმ გამოცდილებაზე, რომელიც ბალტიისპირა ქვეყნებშია დანერგილი. მინისტრის მოადგილემ სტუმრებს ინფორმაცია გააცნო ჯანდაცვის ელექტრონული მმართველობის მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებსა და სამომავლო ხედვებთან დაკავშირებით. თავის მხრივ ლიტვის წარმომადგენლებმა ელექტრონული ჯანდაცვის კუთხით, ინოვაციური პროექტი წარადგინეს და შემდგომში ერთობლივ თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოხატეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0