საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ-საბაჰს შეხვდა. მიხეილ ჯანელიძემ და ქუვეითის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ-საბაჰმა შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და ქუვეითის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ქუვეითთან არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და აღნიშნა ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში გააქტიურებული თანამშრომლობა. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს კერძო სექტორში ქუვეითური კომპანიებისა და ქუვეითის მოქალაქეების მზარდი აქტივობები. ქართული მხარე მიესალმება ქუვეითის კომპანიებისა და ინვესტორების უფრო აქტიურ ჩართვას საქართველოსთვის პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიც არის ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა, ტურიზმი, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა.
შეხვედრაზე მინისტრებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში 2016 წელს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გამართული პოლიტიკური კონსულტაციების მნიშვნელობას და ასევე ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას.
აღსანიშნავია რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოსა და ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
მიხეილ ჯანელიძე ქუვეითის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ-საბაჰს შეხვდა
19/09/2016