დიმიტრი ქუმსიშვილმა რეგიონულ ბიზნეს ფორუმზე მოხსენება გააკეთა

16/09/2016

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარებული რეგიონული ბიზნესის ფორუმს დაესწრო, მის მონაწილეების წინაშე მოხსენება გააკეთა და დამსწრე აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.
დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად, ფორუმის მონაწილე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა შეკითხვებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი პასუხობდნენ.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, საგადასახადო და საინვესტიციო გარემოზე, ასევე რეფორმზე, რომელთაც ქვეყნის ხელისუფლება ახორციელებს. აგრეთვე ბიზნესის სტიმულირების სამთავრობო პროგრამებზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიის წინაშე რეგიონული ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრას სასარგებლო უწოდა. მან მადლობა გადაუხადა შეხვედრის ორგანიზატორს – სავაჭრო-სამრეწველო პალატას, რომლის ეგიდითაც მსგავსი შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა. „მე მოხარული ვარ, რომ დღეს შევხვდი მცირე და საშუალო ბიზნესს, ისინი არიან ძალიან მონდომებულები, რომ თავიანთი ბიზნესი აკეთონ და განავითარონ. პრობლემატიკა შეეხებოდა როგორც ევროპის ბაზარზე შესვლას, ასევე ხარისხიან პროდუქციას, მომსახურებების მიწოდებას და ა.შ. ჩვენ ყველა საკითხს ან ადგილზე გავეცით პასუხი ან მოვინიშნეთ და შემდეგში გავცემთ პასუხს. ასეთი შეხვედრები ძალიან კარგია”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0