კურორტ გომისმთაზე წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დაიწყო

14/09/2016

საშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალშემკრები რეზერვუარი. ლაბორატორიულად შემოწმებული, გაფილტრული სასმელი წყლით კურორტის დამსვენებლები ისარგებლებენ.
სამშენებლო სამუშაოებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე დაესწრნენ.
„ მსგავსი ტიპის პროექტი გომისმთაზე პირველად ხორციელდება. საწყის ეტაპზე შესრულდება 200 000 ლარის ღირებულების სამუშაოები, გომისმთის წყალმომარაგების პროექტი გარდამავალია. მომავალი წლიდან დაიწყება კურორტის წყლის მილებით დაქსელვა. სამშენებლო სამუშაოებზე ჯამში – 840 000 ლარი დაიხარჯება. ეს პროექტი განაპირობებს დამსვენებლების კომფორტს კურორტზე და სულ მალე გომისმთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სავიზიტო ბარათი გახდება,“ – აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
სამშენებლო სამუშაოებს შპს „NDC მშენებლობა” ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0