თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა მთაწმინდის პანთეონში ილია მართლის საფლავს პატივი მიაგეს

12/09/2016

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან 109-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.
თბილისის საკრებულოს წევრებმა და ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის წარმომადგენლებმა უდიდესი საზოგადო მოღვაწის ხსოვნას პატივი მიაგეს და წმინდანის საფლავი გვირგვინით შეამკეს. დღესვე პანთეონში ილიას სულის მოსახსენიებელი სარიტუალო პარაკლისი აღევლინა.
ღონისძიება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყო და მას დეპუტატებთან ერთად მთაწმინდის რაიონის გამგებელი და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან 109-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებების ფარგლებში 13 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ღონისძიება სახელწოდებით – „წინათგრძნობა თუ რეალური საფრთხე“ გაიმართება. ასევე მოეწყობა დოკუმენტური ფილმის -,,ილია ჭავჭავაძის ფიზიკური მკვლელობა’’ და გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესიდან კადრების ჩვენება.
საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, ილია მართლის ხსენების დღე თბილისის საკრებულოში უკვე მესამე წელია ტრადიციულად სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებით აღინიშნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0