ევროკავშირის საბჭო საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე 13-14 ოქტომბერს, ლუქსემბურგში იმსჯელებს

12/09/2016

ევროკავშირის საბჭო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე 13-14 ოქტომბერს, ლუქსემბურგში ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იმსჯელებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „ტასი“ ევროპულ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნულ შეხვედრაზე დაგეგმილია ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხის განხილვა უკრაინისთვის, კოსოვოსა და თურქეთისთვისაც.
ოქტომბერში დაგეგმილ შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელი არ არის, რადგან ევროკავშირი ამჟამად უვიზო მიმოსვლის „შეჩერების მექანიზმის“ შემოღებაზე მუშაობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0