მას აქვს საუკეთესო მონაცემები, რომ სახელმწიფო მოღვაწედ ჩამოყალიბდეს

12/09/2016

გიორგი კვირიკაშვილმა შეიძლება პატარა გადაცდომაზეც კი უარი თქვას სავარძელზე, კარგად დავუდარაჯდეთ, არსად გაგვექცეს, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რამდენად შეძლებს ”ქართული ოცნება” ოპოზიციაში ყოფნას, რაზეც ივანიშვილმა მას ურჩია, რომ ”ქართული ოცნების” ოპოზიციაში გადასვლაზე საუბარი არ ეჩქარა. რაც შეეხება ჟურნალისტის რეპლიკას რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ასე სწრაფად ვერ მოხდება და რეგიონების განვითარებას დრო სჭირდება.

”ადრე ყველაფერს ერთი კაცი წყვეტდა, ყველაფერს ის ირჩევდა, არქიტექტორიც იყო, მხატვარიც, მუსიკოსებსაც ის არჩევდა. ასე სწრაფად განვითარება ვერ მოხდება, ამას წლები სჭირდება”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ”ქართული ოცნება” უალტერნატივოა, რაც ივანიშვილის შეფასებითვე, „სამწუხაროა“.

”პოლიტიკაში ჩემი მოსვლის დროს გუნდმა დავაფუძნეთ ევროპული სტანდარტები, რომ ეს არის გამჭვირვალე, ხალხის მომსახურე, არაკორუფციული გუნდი და ეს პრინციპები დაიცვეს. დღევანდელი ”ქართული ოცნება” ხარისხობრივად უკეთესია, ვიდრე ჩემს დროს იყო. ეს კაცი (გიორგი კვირიკაშვილი) გარწმუნებთ, რომ არ იბრძვის არაფრისთვის, არ იბრძოდა არასდროს, ყველაფერს ნაკლი ერთადერთი რაც აქვს, შეიძლება პატარა გადაცდომაზეც უარი თქვას სავარძელზე. ასეთი დამოკიდებულება აქვს, იმდენად წესიერი კაცია, რომ შეცდომა, რომ იყოს მთავრობაში, რაღაც რომ მოხდეს, შეიძლება წავიდეს. არსად გაგვექცეს, დავუდარაჯდეთ კვირიკაშვილს”, – განაცხადა ივანიშვილმადა დასძინა, რომ გიორგი კვირიკაშვილის მსგავს მმართველს ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა.

ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ კვირიკაშვილი მოკლე დროში გახდა კარგი დიპლომატი, რასაც ისიც მოწმობს, რომ „ამერიკიდან და ევროპიდან აღფრთოვანებული შეფასებები მოდიოდა“.

”ასე აღფრთოვანებული იყო უსუფაშვილიც. მერე გადაუსვა ხაზი რატომღაც. როცა ხელისუფლებაში მოვედი, მე მინდოდა მოგების გადასახადის გაუქმება, მაგრამ ვერ გავბედე, კვირიკაშვილმა გაბედა ეს. ის არათუ საუკეთესო პოლიტიკოსია და ასეთად დარჩება ქვეყანაში, არამედ მას აქვს საუკეთესო მონაცემები, რომ სახელმწიფო მოღვაწედ ჩამოყალიბდეს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0