უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე ირინა იმერლიშვილი შესაძლოა ლევან დოლიძემ შეცვალოს. პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე სწორედ დოლიძის კანდიდატურას განიხილავს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და უშიშროების საბჭოში.
ირინა იმერლიშვილს ირწმუნება, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის კანდიდატურის შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი და ის მოვალეობის შესრულებას თვის ბოლომდე განაგრძობს.
ლევან დოლიძე ნატო-ში საქართველოს ელჩი იყო. მას ასევე ეკავა თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა, როცა თავდაცვის უწყებას ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდა.
უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე ირინა იმერლიშვილი შესაძლოა ლევან დოლიძემ შეცვალოს
11/09/2016