საქართველოსა და არგენტინის მენდოზას რეგიონს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

10/09/2016

ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციის ფარგლებში საქართველოსა და არგენტინის მენდოზას რეგიონს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა და არგენტინის მენდოზის რეგიონის გუბერნატორმა, ალფრედო კორნეხომ.
მემორანდუმის თანახმად, საქართველო და არგენტინის მენდოზას რეგიონი თანხმდებიან, მჭიდროდ ითანამშრომლონ და კოორდინაცია გაუწიონ ერთობლივი პროექტების განხორციელებას ტურიზმის, განათლების, კულტურის, აგროინდუსტრიისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.
ალფრედო კორნეხო და არგენტინის მენდოზას რეგიონის დელეგაცია საქართველოში გაეროს ღვინის ტურიზმის პირველ გლობალურ კონფერენციის ფარგლებში იმყოფება, რომელიც საქართველოში გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდითა და საქართველოს პრემიერ მინისტრის პატრონაჟით ჩატარდა. ღვინის ტურიზმის მომდევნო კონფერენციას არგენტინის მენდოზას რეგიონი უმასპინძლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0