ამ ენერგიების შეკრების გარეშე შეუძლებელია

09/09/2016

“ჩემი საქართველო აქ არის” – “ქართული ოცნების” საარჩევნო კლიპი, რომელიც გიორგი ცაბაძის ამავე სახელწოდების სიმღერაზეა გადაღებული, დამსწრე საზოგადოებას გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მუსიკალური კლიპის მიზანია, საზოგადოებაში გაფანტული დადებითი ენერგია შეკრიბოს და ქვეყნის საკეთილდღეოდ, ერთ აზვირთებულ, პოზიტიურ ენერგიად გარდაქმნას.
“ამ ენერგიების შეკრების გარეშე შეუძლებელია, რაიმე შედეგის მიღწევა და ჩვენ დავადასტურეთ საქმითაც და სიტყვითაც, რომ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოწოდებულია, დაასრულოს საქართველოში კონფრონტაცია, დაასრულოს დაპირისპირება, გააერთიანოს ჩვენი საზოგადოება. ჩვენ ნამდვილად გვინდა, ისეთი საზოგადოება, სადაც იქნება აზრთა სხვადასხვაობა, პოლემიკა, მაგრამ იქნება ცივილიზებული, სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობები. სწორედ ამიტომ მეგობრებო, ეს კლიპი არის სიყვარულზე დაფუძნებული. ეს არის ურთიერთპატივისცემაზე, ეს არის ჩვენს ეროვნულ ფასეულობებზე, რომელიც აბსოლუტურ ჰარმონიაშია დასავლურ ფასეულობებთან. ეს მუსიკალური კლიპი არის მშვიდ ცხოვრებაზე, სტაბილურ განვითარებაზე და სიკეთეზე, ეს არის გულისხმიერებაზე და დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანი, ყველზე კარგ სიზმარში ხედავს იმ საქართველოს, რომელსაც ახლა ყველა თქვენგანი ნახავთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0