იუსტიციის სამინისტროში ლატვიის დელეგაცია იმყოფებოდა

08/09/2016

იუსტიციის სამინისტროში ლატვიის დელეგაცია იმყოფებოდა. ლატვიის იუსტიციის მინისტრს დზინტარს რასნაჩს იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ალექსანდრე ბარამიძემ და გოჩა ლორთქიფანიძემ უმასპინძლეს.
მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის იუსტიციის სფეროში არსებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
დელეგაცია ქვეყანაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები დაესწრებიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას და ეწვევიან ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიას. ასევე, იგეგმება პენიტენციისა და პრობაციის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა.
აღსანიშნავია, რომ ლატვიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია მიმდინარე წლის მაისშიც სტუმრობდა საქართველოს. ლატვიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი 9 სექტემბერს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0