კულტურის სახლის რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება

08/09/2016

ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის შენობის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ მოადგილეებთან: ზვიად ხალვაშთან და მინდია ბასილაძესთან ერთად შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის თანახმად, სარემონტო სამუშაოებზე 837 555 ლარი დაიხარჯება. კულტურის ცენტრის ახალი დარბაზი 450 მაყურებელს დაიტევს და სცენა ხის ნაცვლად ლითონის კონსტრუქციის იქნება. კულტურის სახლი ნაწილობრივ მინით შეიფუთება და მცირე ზომის შესასვლელი დაემატება.სამუშაობეს შპს „ნიკა“ აწარმოებს. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0