USAID/REAP დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ეწვია

08/09/2016

7 სექტემბერს USAID/REAP (restoring efficiency to agriculture production-საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი), რომელიც აგრძელებს სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის ინიციატივის ფარგლებში მინდვრის დღეების სერიას პროექტის ბენეფიციარ ფერმერთა მომსახურების ცენტრებისა და აგროსაწარმოების სადემონსტრაციო ნაკვეთებზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ეწვია. აღნიშნული პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ნუგზარ პაპიაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახურების ექსტენციის სპეციალისტები, ამერიკელი სტუმრები და ადგილობრივი ფერმერები. პროექტის ორგანიზატორებმა ჩაატარეს გასვლითი ტური ინდივიდუალური მეწარმის ზურაბ თეთვაძის სადემონსტარციო ნაკვეთში. მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს სადემონსტრაციო ნაკვეთების სისტემის მნიშვნელობაზე, REAP-ის ბენეფიციარმა ზურაბ თეთვაძემ ასევე წარმოადგინა საექსპერიმენტო ნაკვეთზე გამოყენებული ტექნოლოგიების, კულტურების, ჯიშების მოკლე მიმოხილვა. პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა პრაქტიკული სესია – მოსავლის აღება. ჩატარდა შემდეგი ტექნოლოგიური ოპერაციები:
• ნიადაგის დამუშავება ბელტის გადაუბრუნებლად ჩიზელური კომბინირებული მანქანით 0,4 მ.სიღრმეზე;
• ნიადაგის ზედაპირული ფენის გაფხვიერება ფრეზით;
• ნიადაგის გამოკვება ორგანულ-მინერალური სასუქებით;
• მოსავლის აღება უნივერსალური კომბაინით.
ასევე, პრაქტიკული სამუშოების ფარგლებში აჩვენეს სპეციალური სამუშაო მაქანის საშუალებით საზამთროდან თესლის გამოცლა.
აღნიშნული პროექტის მიზანია, სასოფლო-წარმოების ეფექტიანობის აღდგენა და მეტი მოსავლის მიღება ნაკლები დანახარჯით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0