იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით ქუთაისში მსოფლიო რეკორდსმენისა და ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის ვარსკვლავი გაიხსნა. ოლიმპიურ ბაღში მეშვიდე ვარსკვლავი რიო დეჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ოქროს მედალოსანს ეკუთვნის. ტალახაძემ ფორდეში ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 473 კგ (ატაცში 215 კგ, აკვრაში 258 კგ) დააფიქსირა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ოლიმპიური ჩემპიონისადმი მიძღვნილ ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციამ, ქუთაისის მერიამ და სხვადასხვა ორგანიზაციებმა ოლიმპიურ ჩემპიონს საჩუქრები გადასცეს.
ქუთაისში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ვარსკვლავი გაიხსნა
07/09/2016