ფოთში საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის მესამე ეტაპი გაიმართა

05/09/2016

ფოთის ცენტრალურ მოედანზე BMW Club Georgia-მ წარმოადგინა საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის მესამე ეტაპი. ჩემპიონატში პროფესიონალი და მოყვარული მრბოლელები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაერთნენ.
ღონისძიებას ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია,საკრებულოს წევრები,საქართველოს კვალიფიციური მსაჯები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მასშტაბური ღონისძიება ფოთში რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ქალაქ ფოთში გამართულ ავტო დრიფტში გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0