“ჩაქვისთაობა” გაიმართა

03/09/2016

სოფელ ჩაქვისთავში ჩაქვისწყლის ხეობის სახალხო ზეიმი „ჩაქვისთაობა“ გაიმართა, რომელიც დაბა ჩაქვის, ხალას, საჩინოსა და ჩაისუბნის ტერიტორიულ ორგანოებს მოიცავს. სახალხო ზეიმი ტრადიციულია და გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
სახალხო ზეიმის ფარგლებში კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ხალას კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა. ასევე ნარდსა და მკლავჭიდში სპორტული შეჯიბრებები მოეწყო.
სახალხო ზეიმს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრნენ და ჩაქველებს სახალხო ზეიმი მიულოცეს.
ღონისძიება ქობულეთის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით გაიამრთა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0