საჩხერეში რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის ღონისძიება გაიმართა

03/09/2016

საჩხერის მუნიციპალიტეტში ოლიმპიური ჩემპიონისა და მსოფლიო რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის დახვედრის გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართა. ლაშა ტალახაძესთან ერთად საჩხერეში იმყოფებოდნენ რიოს ოლიმპიადის გამარჯვებული, საქართველოს სახელით მოასპარეზე შვიდივე მედალოსანი და ძალოსნობის ყველა დროის ოლიმპიური ჩემპიონები.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს ადგილობრივმა თვითმართველობამ, საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა და სხვადასხვა კომპანიებმა პრიზები გადასეცეს და კიდევ ერთხელ მიულოცეს წარმატება.

დაჯილდოების შემდეგ კონცერტი გაიმართა, რომელშიც მომღერლები: ანრი ჯოხაძე, გიორგი სუხიტაშვილი, სოფო ხალვაში და ანსამბლი ,,ქართული ხმები” მონაწილეობდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0