სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორი ლევან შონია ავღანეთში მებრძოლ ვეტერანებს შეხვდა. გუბერნატორი მათ პრობლემებს და საჭიროებებს გაეცნო.
„თქვენ შრომა ფასდაუდებელია, ვეტერანებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, ჩვენ ამას ვაკეთებთ, მაგრამ ვგეგმავთ უფრო მეტი ყურადღება მოგაქციოთ და ამას . ძალიან მალე ზუგდიდში გავხსნით ვეტერანთა ხეივანს, ეს ხეივანი, სადაც ხეებს თავად ვეტერანები დარგავთ იქნება მამაცობის სიმბოლო, ამ ხეივანში ბავშვები აღიზრდებიან და მათ ეცოდინებათ, რომ ის ხეები, რომლის ჩრდილშიაც დაისვენებენ შეუდრეკელი ადამიანების გაშენებეულია“ – განაცხადა შეხვედრაზე ლევან შონიამ.