კასპის მუნიციპალიტეტს საერთაშორისო დონის სპორტ-კომპლექსი ექნება

02/09/2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ კასპის მუნიციპალიტეტში სპორტ-კომპლექსის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რეაბილიტაცია ჩაუტარადა სასტუმროს შენობას, საჭიდაო შეჯიბრებისთვის განკუთვნილ წრიულ დარბაზს, სავარჯიშო სპორტ-დარბაზსა და ფიტნეს დარბაზს. ასევე, დასრულდა საქვაბის და საპირფარეშოების სარემონტო სამუშაოები და აშენდა სრულიად ახალი კალათბურთის დარბაზი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სავენტილაციო სისტემის მონტაჟი.
სამუშაოების დასრულების შემდეგ,სპორტ-კომპლექსიათასობით სპორტის მოყვარულს მოემსახურება.სპორტ-კომპლექსის რეაბილიტაცია 2015 წლის დასაწყისში დაიწყო და მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0