ქობულეთის გამგეობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო შეიქმნა, რომლის მიზანი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაა. საბჭო გამგეობის სხვადასხვა სამსახურის, არასამთავობო სექტორის წარმომადგენლებისა და შშმ პირებისაგან არის დაკომპლექტებული. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძეა.
შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს უყარეს კენჭი. მათ განიხილეს საბჭოს და მისი სამდივნოს ეფექტური ფუნქციონირების შესახებ საკითხები, ასევე იმსჯელეს თანაბარი შესაძლებლობების უზრუნვეყოფის სამოქმედო მუნიციპალური გეგმის შემუშავებასა და 2017 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი პროგრამების შესახებ.
ქობულეთში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო შეიქმნა
02/09/2016