ვანის მუნიციპალიტეტში ტაბიძე-ბაგრატის ქუჩების ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო.
ე.წ. „სანიესოულის ხიდი“ სტიქიის შედეგად დაზიანდა, წყალმა მას სყრდენი ბურჯები გამოაცალა და მასზე როგორც სატრანსპორტო ისე საფეხმავლო მიმოსვლაც შეუძლებელი გახდა.
ამ მომენტისთვის ფეხით მოსიარულეთათვის დროებითი საფეხმავლო ხიდია აგებული ,პარალელურად კი დაზიანებული ხიდის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ძველი რკინის ხიდის ნაცვლად იგება რკინა-ბეტონის სამ მალიანი კონსტრუქცია 380 000 ლარის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით.
ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, დღეის მდგომარეობით ეწყობა რკინა-ბეტონის ბურჯები,რომელზედაც დამონტაჟდება ბეტონის მზა კონსტრუქცია.
ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხიდმშენი კომპანია შპს „ზიმო“ ახორციელებს.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ სამუშაოები ვადების დაცვით,ხარისხიანად ხორციელდება.
ვანში საავტომობილო ხიდის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
02/09/2016