ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროში პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლეს

02/09/2016

ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირმა ქავთარაძე, ქეთევან ბოჭორიშვილი და ნიკოლოზ გაგუა საქართველოში სტუმრად მყოფ პოლონეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს მარიუშ ჰალადის შეხვდნენ. შეხვედრას პოლონეთის დელეგაციის წევრებთან ერთად პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანჟეი ჩიეშკოვსკი დაესწრო.
პოლონეთის დელეგაციის სტუმრობის მიზანია საქართველოში განხორციელებული რეფორმის გამოცდილების გაზიარება.
„საქართველოში ბიზნესის მქონე პოლონელი მოქალაქეები იმდენად კმაყოფილები არიან აქ არსებული სამეწარმეო გარემოთი, გადავწყვიტეთ ჩამოვსულიყავით და ამომწურავი ინფორმაცია მიგვეღო თქვენი მთავრობის მიერ ჩატარებულ რეფორმებზე. ბოლო წლებში საქართველომ მართლაც დიდი ტრანსფორმაცია განიცადა და არაერთი საინტერესო რეგულაცია დანერგა. ადრე თუ თქვენ ჩვენგან სწავლობდით, უახლოეს პერიოდში პოლონეთი აპირებს ქართული რეფორმების ექსპორტის განხორციელებას“-განაცხადა შეხვედრის დასარულს პოლონეთის დელაგაციის ხელმძღვანელმა მარიუშ ჰალადიმ .
პოლონეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გარდა, შეხვედრები ასევე გაიმართა მთავრობის კანცელარიაში, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებში. დღეს პოლონეთის სამთავრობო დელეგაცია ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0