კნუტ ფლეკენშტეინი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებს შეხვდა

30/08/2016

ევროპარლამენტის სოციალისტებსა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი, კნუტ ფლეკენშტეინი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებს, გიორგი ვოლსკის, ზვიად კვაჭანტირაძესა და გია ჟორჟოლიანს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემები საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეფასება იყო. „ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა პარტიის წევრებთან, მათ ვესაუბრეთ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ და მინდა წარმატებები ვუსურვო მომავალ არჩევნებში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის გარემო არის გაცილებით უკეთესი ვიდრე წლების წინ იყო“. – განაცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა. „ჩვენ შევთანხმდით დეტალებზე, როგორ უნდა ითანამშრომლოს არამარტო ევროპის სოციალ-დემოკრატიულმა სისტემამ და ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, არამედ ცალკეული ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სისტემაზე და სტრატეგიულ მიმართულებებზე შევთანხმდით. შევაფასეთ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა“. – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. შეხვედრის მონაწილეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი და მისი წარმატებით დასრულების იმედი გამოთქვეს. „ძალიან მიხარია, რომ ამ საკითხში ყველა პარტია ერთად დგას, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, მე მას შევხვდი სტრასბურგში, მან გამოთქვა სურვილი რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ვიზალიბერალიზაციის პროცესი საქართველოსთვის. თქვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას“. – განცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0