საქართველოს პრეზიდენტს ლატვიის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

26/08/2016

გიორგი მარგველაშვილს ლატვიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იანის ზლამეცმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა იანის ზლამეცთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.
ლატვიის ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.
ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის კულტურული და რეგიონული კავშირების მნიშვნელობა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლისა და საერთაშორისო ასპარეზზე ორი ქვეყნის პარტნიორული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0