დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, თხილის გადამამუშავებელი საწარმო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა, გურიის გუბერნატორთან გია სალუქვაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით თხილის საწარმოს, გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი კრედიტი გამოუყო. ლიხაურის მეურნეობას თხილის ბაღის გასაშენებლად აღებული აქვს შეღავათიანი აგროკრედიტი 99,600 აშშ დოლარის ოდენობით.
როგორც საწარმოს მეპატრონემ აღნიშნა ქარხანა ნედლეულს ადგილობრივი ბაზრიდან მოიპოვებს. ნედლეულის გადამუშავების შემდეგ კი ხდება მისი ინპორტი. ინპორტი ძირითადად ევროპის ქვეყნებში ხორციელდება. სეზონზე ქარხანა 3 000 ტონა ნედლეულს გადაამუშავებს.
„მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. დღეიდან ლიხაურს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა ექნება. საწარმოში დასაქმებულია 70 ადგილობრივი და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მსგავსი ტიპის ინიციატივებს და პროექტებს ჩვენ მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ’’- განაცხადა გია სალუქვაძემ.
სოფელ ლიხაურში თხილის ახალი საწარმო გაიხსნა
20/08/2016