19 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, “მთის კანონის“ შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში შექმნილ კომისიის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორის მოადგილეები, ადმინისტრაციის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები, სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელი. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს და ერთმანეთს გაუზიარეს დღეის მდგომარეობით არსებული სტატისტიკა, თუ რამდენ ადამიანს მიენიჭა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, ასევე განიხილეს რეგისტრაციის მსურველ მოქალაქეთა აქტივობა, კომისიის მუშაობისას გამოკვეთილი რიგი სამართლებრივი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
19/08/2016